რუსეთმა „გათავისუფლებულად“ გამოაცხადა ქალაქი ჩასოვ-იარი, უკრაინა არ ადასტურებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ქალაქი ჩასოვ-იარი „გაათავისუფლეს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 31 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ქალაქი „გათავისუფლებულია“ კრამატორსკი-დრუჟკოვსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფების „შეტევითი მოქმედებების შედეგად“. 31 ივლისის დღის 12 საათის მდგომარეობით, უკრაინის გენერალურ შტაბს არ დაუდასტურებია ქალაქ ჩასოვ-იარზე(უკრ. ჩასივ-იარი) კონტროლის...

What's Your Reaction?






