ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა – ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა.  14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. “მთავარის” ინფორმაციით, მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად. მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276 […]

მაი. 15, 2025 - 00:27
 0
ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა – ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში,  თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა.  14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. “მთავარის” ინფორმაციით, მძღოლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად.

მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow