თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი
თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა. სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. ფორუმი თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტური პლატფორმაა. მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და სატრანსპორტო რეფორმა - ამ თემებზე ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმი თბილისის მერმა პრემიერთან ერთად გახსნა. გამოსვლებში ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა. სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. ფორუმი თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტური პლატფორმაა.
მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და სატრანსპორტო რეფორმა - ამ თემებზე ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმი თბილისის მერმა პრემიერთან ერთად გახსნა.
გამოსვლებში ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
What's Your Reaction?






