საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სეულის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 მონაწილეობს. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ტურისტულ, მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ამათ შორისა: Lotte Tour, Hanjin Travel და Cheil Worldwide. „სეულის ტურისტულ გამოფენაზე ვმონაწილეობთ ეროვნული სტენდით, ჩვენ შეხვედრები გვქონდა წამყვან კორეულ ტურისტულ კომპანიებთან, მედიის წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან, რომ კორეელები საქართველოს უკეთ გაეცნონ, დაინტერესდნენ და დაგეგმონ მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ, კორეულ ბაზარზე მუშაობას, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული სექტორი მოგზაურებისთვის და ბევრად მეტი განსხვავებული ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ. გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. Emotions Are Georgia მისაღებ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. სეულის 4-დღიან ტურისტულ გამოფენაში SITF, 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 მონაწილეობს. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ტურისტულ, მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ამათ შორისა: Lotte Tour, Hanjin Travel და Cheil Worldwide.
„სეულის ტურისტულ გამოფენაზე ვმონაწილეობთ ეროვნული სტენდით, ჩვენ შეხვედრები გვქონდა წამყვან კორეულ ტურისტულ კომპანიებთან, მედიის წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან, რომ კორეელები საქართველოს უკეთ გაეცნონ, დაინტერესდნენ და დაგეგმონ მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ, კორეულ ბაზარზე მუშაობას, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული სექტორი მოგზაურებისთვის და ბევრად მეტი განსხვავებული ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. Emotions Are Georgia მისაღებ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. სეულის 4-დღიან ტურისტულ გამოფენაში SITF, 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
What's Your Reaction?






