თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩიდან მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თბილისის მერია ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე ექვსი მოქალაქე დღემდე უარს აცხადებს. გავრცელებულ გნაცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, მოქალაქეს, რომლებსაც უძრავი ქონება არ უდგინდება, ქირით იქნებიან უზრუნველყოფილები. მერია ამტკიცებს, რომ ტყუილია, თითქოს მოქალაქეებს ქირისთვის მერია 300 ლარს სთავაზობს. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის […] The post თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩიდან მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on .

ივლ. 26, 2025 - 15:57
 0
თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩიდან მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისის მერია ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე ექვსი მოქალაქე დღემდე უარს აცხადებს. გავრცელებულ გნაცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, მოქალაქეს, რომლებსაც უძრავი ქონება არ უდგინდება, ქირით იქნებიან უზრუნველყოფილები.

მერია ამტკიცებს, რომ ტყუილია, თითქოს მოქალაქეებს ქირისთვის მერია 300 ლარს სთავაზობს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.

აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით.

ამჟამად, სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ორი უზრუნველყოფილი იქნება ქირით. ექვსმა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას.

უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ამ ადამიანებს ბინების დასაქირავებლად სთავაზობდა 300 ლარს, ისიც მხოლოდ სამთვიანი ვადით. ეს არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ხელშეკრულების გაგრძელება.

The post თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩიდან მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow