თბილისში 15-წლამდე ვაჟთა შორის სასელექციო თამაშები გაიმართა

U15 | სასელექციო შეკრება თბილისში

მაი. 27, 2025 - 01:27
 0
თბილისში 15-წლამდე ვაჟთა შორის სასელექციო თამაშები გაიმართა
20-21 მაისს, თბილისში, დიდი დიღმის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, 15-წლამდე ვაჟთა შორის სასელექციო თამაშები გაიმართა, რომელსაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი - გიორგი ჩიტაური ხელმძღვანელობდა.

სასელექციო ხასიათის პროექტი, რომელიც ივნისში დასრულდება, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა და მასში 72 ბავშვი მონაწილეობდა, სადაც 20 ახალგაზრდა მოთამაშე იქნა შერჩეული.

მეორე ეტაპი, ივნისში, ანალოგიური ფორმატით უკვე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. სასელექციო პროექტი კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ნაკრებთა მატჩით დასრულდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow