სუპერ ტრანსფერი ინგლისიდან - ვის იმატებს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გაძლიერებას გეგმავს და ნახევარდაცვაში სუპერტრანსფერის განხორციელებასაც აპირებს...

როგორც ირკვევა, ლუის ენრიკემ თვალი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს დაადგა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს და კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.
პარალელურად ბევრი იწერება იმის თაობაზე, რომ ბელგიელი ფინანსური სარგებლის გამო საუდის არაბეთში გადაბარგდება, მაგრამ ფინანსური მხარე პსჟ-სთვის პრობლემა არასდროს ყოფილა, თან დე ბრუინს შანსი ეძლევა უმაღლეს დონეზე თამაში გააგრძელოს.
What's Your Reaction?






