მთავარი მწვრთნელობის დრო მოვიდა - დავიდე ანჩელოტი "ბოტაფოგოს" სათავეში უდგება
მთავარი მწვრთნელობის დრო მოვიდა - დავიდე ანჩელოტი "ბოტაფოგოს" სათავეში უდგება

დავიდე ანჩელოტი აქამდე მამის, კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა და სხვადასხვა პერიოდში "რეალ მადრიდის", "ბაიერნის", "პსჟ-ს", "ნაპოლისა" და "ევერტონის" სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთანაა დაკავშირებული, დავიდეს არ აქვს ოფიციალური კონტრაქტი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან და ახლა ყურადღებას მთლიანად "ბოტაფოგოზე" გადაატანს.
კლუბმა მწვრთნელი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და რენატო პაივა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
What's Your Reaction?






