"რევანშის აღების სურვილი მაქვს" - პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან რემატჩს ითხოვს
"კიდევ ერთხელ ჩხუბის სურვილი მაქვს" - პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან რემატჩს ითხოვს

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა გამოთქვა სურვილი, რომ მომავალში კვლავ შეხვდეს მერაბ დვალიშვილს ან შონ ო’მალის: "ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მერაბი თუ შონი – მინდა, მათთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბო" – განაცხადა იანმა.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა დვალიშვილთან შეხვედრა 2023 წლის მარტში წააგო, ხოლო ო’მალთან ბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
იანის კარიერაში ჯამში 18 გამარჯვება და 5 მარცხია. ბოლოს იგი ოქტაგონზე 2023 წლის ნოემბერში გამოჩნდა — UFC Fight Night 248-ის ფარგლებში მან დეივისონ ფიგერედოსთან იჩხუბა და გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.
რუსი მებრძოლი ოქტაგონზე 26 ივლისს დაბრუნდება — აბუ-დაბიში მას მარკუს მაკგისთან ჩხუბი ელის.
What's Your Reaction?






