თბილისში მასშტაბური მარშია – პროფესორ-მასწავლებლებისა და ექიმების განცხადება
ფოტო – Mo Se დღეს, თბილისის ქუჩებში, პედაგოგ ნინო დათაშვილისა და მზია ამაღლობელის სოლიდარობის მარშია. “არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს! – ესაა მარშის მთავარი გზავნილი. “ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით. ადამიანის, მოქალაქის და მასწავლებლის, რომელიც იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს […] The post თბილისში მასშტაბური მარშია – პროფესორ-მასწავლებლებისა და ექიმების განცხადება appeared first on .

ფოტო – Mo Se
დღეს, თბილისის ქუჩებში, პედაგოგ ნინო დათაშვილისა და მზია ამაღლობელის სოლიდარობის მარშია.
“არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს! – ესაა მარშის მთავარი გზავნილი.
“ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით. ადამიანის, მოქალაქის და მასწავლებლის, რომელიც იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საბჭოთა მეთოდის დაბრუნება. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა წარსული, გვახსოვს, როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს. ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტი ნაზი შამანაური, რომელიც გამოკეტეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. არავის აქვს უფლება, აზრის გამოხატვა და სამოქალაქო პოზიცია გადააქციოს სიმპტომად. დღეს ჩვენ ვდგავართ ნინოსთვის და ეს ნიშნავს, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. თავისუფლება ნინოს! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დავასრულოთ” – ნათქვამია პროფესორ-მასწავლებლებისა და ექიმების განცხადებაში, რომელიც მათ რუსთაველის გამზირზე წაიკითხეს
The post თბილისში მასშტაბური მარშია – პროფესორ-მასწავლებლებისა და ექიმების განცხადება appeared first on .
What's Your Reaction?






