თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომელიც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გამოაქვეყნა. ქათამაძის განმარტებით, ის ასევე უარს აცხადებს ექიმებთან კონსულტაციაზე და ჯანმრთელობის კვლევების ჩატარებაზე. მზია ამაღლობელმა გუშინდელ წერილში, თემურ ქათამაძესაც მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ. დაკავებული მედროშე თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. მან შიმშილობა 16 იანვარს დაიწყო.          

თებ. 19, 2025 - 19:57
 0
თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს

ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომელიც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გამოაქვეყნა.

ქათამაძის განმარტებით, ის ასევე უარს აცხადებს ექიმებთან კონსულტაციაზე და ჯანმრთელობის კვლევების ჩატარებაზე.

მზია ამაღლობელმა გუშინდელ წერილში, თემურ ქათამაძესაც მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.

დაკავებული მედროშე თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. მან შიმშილობა 16 იანვარს დაიწყო.

 
 
 
 
 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow