თემურ ქათამაძემ 3-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ პროტესტის ნიშნად 3-დღიანი სიმბოლური შიმშილობა გამოაცხადა – ინფორმაციას ამის შესახებ “პუბლიკა” ავრცელებს. გამოცემა თემურ ქათამაძის წერილზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება იმის გასაპროტესტებლად მიიღო, რომ მისთვის გაგზავნილი ამანათი, სადაც საკვები პროდუქტები და ხილი იყო განთავსებული, არ შეატანინეს. დღემდე მიგრაციის ადმინისტრაციის მიერ ჩემ მიმართ განხორციელებული ზეწოლა, 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის სრულიად […] The post თემურ ქათამაძემ 3-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა appeared first on .

მაი. 15, 2025 - 14:57
 0
თემურ ქათამაძემ 3-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ პროტესტის ნიშნად 3-დღიანი სიმბოლური შიმშილობა გამოაცხადა – ინფორმაციას ამის შესახებ “პუბლიკა” ავრცელებს.

გამოცემა თემურ ქათამაძის წერილზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება იმის გასაპროტესტებლად მიიღო, რომ მისთვის გაგზავნილი ამანათი, სადაც საკვები პროდუქტები და ხილი იყო განთავსებული, არ შეატანინეს.

დღემდე მიგრაციის ადმინისტრაციის მიერ ჩემ მიმართ განხორციელებული ზეწოლა, 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის სრულიად აღდგენის შეფერხების მიზნით უკვე აბსურდულ ფაზაშია გადასული. ადმინისტრაცია ჩემი ნებისყოფის გატეხას ცდილობს ყველანაირი თვითნებური, სუბიექტური თუ უკანონო ქმედებით…

მიგრაციის ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად შექმნილი ამ ნონსენსური გარემოს გასაპროტესტებლად, პირველ რიგში, ვაჩერებ შემდეგი ამანათის დღეებში ჩემთვის საკვების, პროდუქტისა და ხილის შემოტანას და შემდეგ ვაცხადებ 3-დღიან სიმბოლურ შიმშილობას. ჩემი შიმშილობის მეორე დღეს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის, მესამე დღეს კი ჭიათურელ მაღაროელებს ვუძღვნი და ასევე, მათ მიმართ ვაცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას”, – წერს თემურ ქათამაძე.

The post თემურ ქათამაძემ 3-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow