თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიურ ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია
ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიურ ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა. სუს-ი საზოგადოებას დღემდე უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია, – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს. როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებამ ოკუპანტების ტერიტორიული პრეტენზიების მოქმედებაში მოყვანას ხელი შეუშალა. „ქართული კოშმარის იერიში ჩვენს […]


ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიურ ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა. სუს-ი საზოგადოებას დღემდე უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია, – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებამ ოკუპანტების ტერიტორიული პრეტენზიების მოქმედებაში მოყვანას ხელი შეუშალა.
„ქართული კოშმარის იერიში ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის გამო, ბუნებრივია, გაგრძელებაა ოკუპანტებისადმი ივანიშვილის მიერ სამარცხვინო ცალმხრივი ბოდიშის მოხდის, საკუთარ სამშობლოზე ომის დაწყების გადაბრალების და გმირების თავგანწირვის გაუფასურების პოლიტიკის.
ამ პოლიტიკით კი რუსეთის აგრესიის გაუფერულება და მტრის ხატის დასავლეთისგან შექმნა ხდება, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეწირება დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე.
რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიურ პროცესებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში პირდაპირი ფრენები და კრემლიდან გახშირებული განცხადებები საქართველოს მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ირგვლივ ამის დასტურია.
ახლა კი სიმართლე ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით შემდეგია:
ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა. სუს-ი დღემდე საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია, თუმცა ბორდერიზაციის შემთხვევებს რაოდენობრივად აღწერს (კირცხალიას ტყუილების მიუხედავად, ბევრი ტერიტორია აქვს რუსეთს მიტაცებული 2012 წლიდან და ბიჭვინთის აგარაკების და სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემა მცირე ჩამონათვალია ოკუპირებულ აფხაზეთში).
2016 წლის 6 ნოემბერს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე (ოკუპაციის ხაზის სიღრმეში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე), საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, ხაშურის რაიონის 5 მაცხოვრებელი დააკავა.
იმავე ტერიტორიულ სეგმენტში (ასევე ღრმად ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) ანალოგიური უკანონო დაკავების მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა 2018 წლის ზაფხულშიც, როცა მაშინ ოკუპანტებმა სოფ. ჩორჩანას მკვიდრი გააფრთხილეს, რომ ჩორჩანას „ტერიტორია იყო სამხრეთ ოსეთის საზღვრების შემადგენლობაში” და იმისთვის, რომ სამომავლოდ არ მომხდარიყო ადგილობრივების დაკავება, გზავნილი უნდა ჩაეტანა სოფელში.
2019 წლის დასაწყისში ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა ჩორჩანას ტყეში, საოკუპაციო ხაზიდან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 350 მ. სიღრმეში ე.წ. „მწვანე სასაზღვრო ბანერი” განათავსა.
2018 წ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტი, ე.წ. პრეზიდენტ ბიბილოვისგან აქტიურად მოითხოვდა სოფ. ჩორჩანაში 1922 წლის (ხელოვნურად გამოგონილი და აბსურდული) ე.წ. რუკის მიხედვით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მარკირება/ბორდერიზაციას”. ეს უკანასკნელი კი თავისთავში გულისხმობდა სოფ. ჩორჩანის ტყის მასივის დაახლოებით ჯამურად 1800 ჰექტრის გადაღობვას და ტერიტორიის მითვისებას/ოკუპაციას.
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა გამოგონილი საზღვრებით ტერიტორიული პრეტენზიები განაცხადა კობი-გუდაურზე, თრუსოს ხეობასა და ყაზბეგზეც კი (ჯამში 28 ტერიტორიული ერთეული).
სინამდვილეში ამ საგუშაგოს განთავსებამ ჩორჩანაში, ისევე, როგორც თრუსოს ხეობაში სასაზღვრო კაპიტალური სექტორის ჩადგმამ, ოკუპანტების ტერიტორიული პრეტენზიებს მოქმედებაში მოყვანას ხელი შეუშალა.
ჰოდა, ახლა ვინ არის სინამდვილეში აგენტურა და ვისი, ამ ყოველივეს შემდეგ, ვგონებ, ცხადია”, – წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.
What's Your Reaction?






