თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება

თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენიშანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მიმართულებები. თიბისი კამპუსი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიქმნა 18-24 წლისახალგაზრდებისთვის. ეს არის უმაღლესი სასწავლებლისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, სფეროს პროფესიონალების მენტორობით თეორიულ და პრაქტიკულ […] The post თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება appeared first on .

აპრ. 10, 2025 - 13:57
 0
თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება

თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენიშანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მიმართულებები.

თიბისი კამპუსი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიქმნა 18-24 წლისახალგაზრდებისთვის. ეს არის უმაღლესი სასწავლებლისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, სფეროს პროფესიონალების მენტორობით თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას და გამოცდილებას იღებენ.

თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამის სიახლეებს სთავაზობს.წელს თიბისი კამპუსის მონაწილეებს, არსებულთან ერთად, IT ბიზნეს ანალიზის და ბაზრის კვლევის ახალ კურსები ელოდებათ.

10-დან 25 აპრილის ჩათვლით შეარჩიე და დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ონლაინ კურსებიდან ერთ-ერთზე:

თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისი კამპუსში სწავლა სრულიად უფასოა. კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს,არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზედასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

The post თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow