თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მარათონს წელსაც გამართავს

თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს სამეწარმეო უნარების გაცნობაში დაეხმაროს, ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გააცნოს და შეუქმნას შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე იმუშაონ. ჟიურის მიერ შერჩეული მონაწილეები პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან, იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან ერთად, […] The post თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მარათონს წელსაც გამართავს appeared first on .

თებ. 28, 2025 - 14:26
 0
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მარათონს წელსაც გამართავს

თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ა პროექტის პარტნიორია.

პროექტი მიზანია, ახალგაზრდებს სამეწარმეო უნარების გაცნობაში დაეხმაროს, ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გააცნოს და შეუქმნას შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე იმუშაონ.

ჟიურის მიერ შერჩეული მონაწილეები პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან, იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან ერთად, რომლებიც მათ იდეების დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარებიან. ფინალურ ეტაპზე კი, გუნდები პროექტებს წარადგენენ, რის შემდეგაც, გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, თიბისი თავის რჩეულ გუნდს ფულადი პრიზით დააჯილდოებს და ამით, ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში.

START-UP მარათონზე აპლიკაციების მიღება 4 თებერვალს დაიწყო და 4 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე – https://shorturl.at/4eQZC

(R)

The post თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მარათონს წელსაც გამართავს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow