„თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე… დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…“ – სალომე შარვაძე ურთულესი ოპერაციის შემდგომ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის

მსახიობი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს საჯარო პოსტს, რომელშიც ის ფეხის მოტეხილობისა და ურთულესი ოპერაციის შემდგომი, თითქმის ერთწლიანი რეაბილიტაციის შესახებ საუბრობს. როგორც შარვაძე აღნიშნავს, ეს პერიოდი მისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და ფსიქოლოგიურად მძიმე იყო, თუმცა დღეს აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. მსახიობი მადლობას უხდის მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც რთულ დროს გვერდში დაუდგნენ და მის … „თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე… დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…“ – სალომე შარვაძე ურთულესი ოპერაციის შემდგომ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის Read More » The post „თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე… დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…“ – სალომე შარვაძე ურთულესი ოპერაციის შემდგომ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის appeared first on elNews.ge.

ივნ. 5, 2025 - 17:27
 0
„თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე… დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…“ – სალომე შარვაძე ურთულესი ოპერაციის შემდგომ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის

მსახიობი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს საჯარო პოსტს, რომელშიც ის ფეხის მოტეხილობისა და ურთულესი ოპერაციის შემდგომი, თითქმის ერთწლიანი რეაბილიტაციის შესახებ საუბრობს.

როგორც შარვაძე აღნიშნავს, ეს პერიოდი მისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და ფსიქოლოგიურად მძიმე იყო, თუმცა დღეს აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მსახიობი მადლობას უხდის მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც რთულ დროს გვერდში დაუდგნენ და მის გამხნევებაში წვლილი შეიტანეს.

მისი თქმით, სწორედ მათი თანადგომით გახდა შესაძლებელი შეუძლებლის გადალახვა.

„თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე ფეხის მოტეხილობის და ურთულესი ოპერაციის შემდეგ. ეს იყო ერთი ურთულესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში — ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც.

დღეს კი ვცეკვავ კიდეც!

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფრის გადალახვაში დამეხმარნენ — ჩემი ერთგული, ყურადღებიანი და სიყვარულით სავსე მეგობრები, ოჯახის წევრები, ნაცნობები…

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩემს გვერდით იდექით, არასოდეს დამივიწყეთ, დღეში ერთხელ მაინც მეკითხებოდით როგორ ვიყავი და შემაგულიანებდით. თქვენთან ერთად შეუძლებელი შესაძლებელი გახდა.

დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…

ყოველ დილით თვალის გახელა სასწაულია, ყოველი ნაბიჯი — საჩუქარი.

მადლიერები ვიყოთ იმ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს — განსაკუთრებით კი ჯანმრთელობისთვის, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი არ გააჩნია ადამიანს.

ცხოვრება წუთებია — დავაფასოთ ისინი, სანამ ჩვენია.

დავიცვათ თავი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე

მადლობა უფალს, რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში ხართ. თქვენ ხართ ჩემი ნამდვილი არმია კეთილის მსურველების, ნამდვილი ურთიერთობის და ნამდვილი სიყვარულის მაგალითი“, – წერს სალომე შარვაძე.

The post „თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე… დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი…“ – სალომე შარვაძე ურთულესი ოპერაციის შემდგომ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow