თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს – რეჟიმთან კომპრომისი დამღუპველია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოალიცია “ცვლილებისთვს” ლიდერს, ელენე ხოშტარის სოლიდარობას უცხადებს. ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკოსის გადაწყვეტილება, დაიწყოს შიმშილობა, მისთვის კითხვებს არ აჩენს, რადგან ცხადია, რომ ის ამას ოპოზიციის ერთობისთვის აკეთებს. „PACE-ში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დებატებიდან ვბრუნდებოდი, როცა შევიტყვე, რომ ელენემ შიმშილობა დაიწყო. წამითაც არ გამჩენია კითხვა — რატომ. მისი […]


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოალიცია “ცვლილებისთვს” ლიდერს, ელენე ხოშტარის სოლიდარობას უცხადებს. ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკოსის გადაწყვეტილება, დაიწყოს შიმშილობა, მისთვის კითხვებს არ აჩენს, რადგან ცხადია, რომ ის ამას ოპოზიციის ერთობისთვის აკეთებს.
„PACE-ში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დებატებიდან ვბრუნდებოდი, როცა შევიტყვე, რომ ელენემ შიმშილობა დაიწყო. წამითაც არ გამჩენია კითხვა — რატომ. მისი მიზანი ცხადია: ერთიანობის მიღწევა იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებს ეძახიან და რომელშიც მონაწილეობა, მისი აზრით, დამღუპველია,“ — წერს ბოკუჩავა.
მისივე თქმით, არ უნდა გახდეს საჭირო ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება იმისთვის, რომ დემოკრატიულმა ძალებმა გააცნობიერონ — კომპრომისი რეჟიმთან ყოვლად მიუღებელია.
ეს არის პოზიცია, რომელსაც სრულად ვიზიარებ. არ უნდა იყოს საჭირო ადამიანის სიცოცხლის სასწორზე დადება იმისთვის, რომ ყველა დემოკრატიულმა ძალამ გააცნობიეროს, რომ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით კომპრომისზე წასვლა დამღუპველია. მაგრამ მადლობა მას ასეთი თავგანწირვისთვის.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან თამაშის წესებს.
სოლიდარობა ელენეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
What's Your Reaction?






