თუ დიასი არ გამოვა - ბაიერნს ალტერნატივა არსენალში ეგულება
ბაიერნის სატრანსფერო სიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ლუის დიასია, რომლის ყიდვასთან კლუბი ჯერ ძალიან შორსაა

Bild-ის ინფორმაციით, თუ ტრანსფერი არ შედგება, მაშინ ბაიერნის სათადარიგო გეგმა არსენალი და ლეანდრო ტროსარი იქნება, რომელიც სულ რაღაც 22 მილიონი ევრო ღირს.
30 წლის ბელგიელი შესაძლოა ვენსან კომპანის პირადი არჩევანიც კი იყოს, საამიზო მიზეზი კი ერთი ქვეყნის წარმოშობა გახლავთ.
ლეანდრო ტროსარი უკვე წლებია პრემიერ ლიგაში თამაშობს. ბელგიელი შემტევი პირველად მაყურებელმა ბრაიტონიდან გაიცნო, ბოლო სამი სეზონი კი ტროსარს არსენალში აქვს გატარებული.
What's Your Reaction?






