Junior NBA-ს დრამატულ ფინალში ქუთაისი-ოკლაჰომამ ზფა-ნიუ იორკი დაამარცხა
Junior NBA-ს 2025 წლის გათამაშების გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა, რომელიც ოკლაჰომა თანდერის სახელით ასპარეზობდა

ეს გახლდათ A ლიგის გათამაშება, სულ კი საქართველოში Junior NBA-ს 3 ლიგა თამაშდება და მათი (B და C ლიგები) გამარჯვებულები 15 ივლისს გამოვლინდება. როგორც პატარა ასაკის ყველა გადამწყვეტ მატჩს, არც ამას აკლდა ცრემლები – როგორც მარცხისგან, ისე გამარჯვების სიხარულით გამოწვეული. თამაშის მსვლელობა იყო ძალიან საინტერესო და გარდამავალი. თავიდან ქუთაისელები იგებდნენ, შემდეგ ზაზას აკადემია 14 ქულით დაწინაურდა, თუმცა მესამე პერიოდის პირწმინდად მოგებით ქუთაისელებმა ლიდერობა დაიბრუნეს.
საბოლოოდ ყველაფერი მაინც ოვერტაიმში გაირკვა. ბოლო წამებზე ზაზას აკადემიელებმა გათანაბრება მოახერხეს და ოვერტაიმში გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა ნერვებმა მათ ამის საშუალება არ მისცა. გუნდის წევრებმა 6 საჯარიმო ააცილეს, რომელთაგან ერთიც რომ ჩაეგდოთ, მოიგებდნენ. ქუთაისელებმაც 5 საჯარიმო ააცილეს, სანამ ბოლოსდაბოლოს გამარჯვების ერთქულიანს ჩააგდებდნენ.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ბრუკლინ ნეთსის სახელით მოასპარეზე ჰიუნდაი და აჭარის ნაკრები (ნიუ ორლეანი) შეხვდნენ. გამარჯვება აჭარელებს დარჩათ და დაჯილდოებაზე მათ მედლები გადაეცათ. პრიზიორები ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრებმა – მონაკოსა და ნაკრების მწვრთნელმა, მანუჩარ მარკოიშვილმა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვეს. საუკეთესო მოთამაშე გახდა ქუთაისელთა ლიდერი, მათე ბარბაქაძე, რომელსაც ის პრიზი მანუჩარ მაროიშვიმა გადასცა. ბარაქაძემ ჩაიბარა საჩემპიონო თასიც ნიკოლოზ ცქიტიშვილისგან, ხოლო მთელმა გუნდმა სპეციალირად ამერიკიდან გამოგზავნილი საჩემპიონო ბეჭდები მიიღეს.
შეგახსენებთ, Jr. NBA საერთაშორისო პროექტია, რომელიც NBA-ისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ტარდება. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო საქართველოში და ფედერაციის სპონსორები.
What's Your Reaction?






