შენგელიას 18 ქულა ბოლონიეელებს ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას იტალიის სერია A-ს ნახევარფინალამდე 1 მოგება აკლდა, რადგან ვენეციასთან მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა მოგებული ჰქონდა

მაი. 24, 2025 - 12:27
 0
შენგელიას 18 ქულა ბოლონიეელებს ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ
თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას იტალიის სერია A-ს ნახევარფინალამდე 1 მოგება აკლდა, რადგან ვენეციასთან მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მესამე მატჩი ვენეციაში გაიმართა, თუმცა ბოლონიურმა კლუბმა სერიის მშრალი ანგარიშით დასრულება ვერ შეძლო.

მატჩი მასპინძლებმა 89:82 მოიგეს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს. ქართველი ფორვარდი ბოლონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელია სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა, მოედანზე გატარებულ 22 წუთში კი 18 ქულა ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩი ბოლო წუთზე შენგელიას მოედნის დატოვება მოუხდა. მას მეტოქის ხელი თავში უხერხულად მოხვდა. სავარაუდოდ, სერიოზული არაფერი უნდა იყოს. სერიის მომდევნო მატჩი 25 მაისს კვლავ ვენეციაში გაიმართება.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow