"შენი წასვლა გუნდს მოუხდა კიდეც" - ნაპოლის ფანების შეტევა ხვიჩა კვარაცხელიაზე
იტალიური კლუბის ზოგიერთმა გულშემატკივარმა გამონახა დრო და ზამთარში გუნდიდან წასულ ხვიჩა კვარაცხელიაზე არც ისე სასიამოვნო კომენტარი დატოვა

რაც შეეხება მთავარ აღმოჩენასა და საუკეთესო ფეხბურთელს, ის სკოტ მაკტომინეი გახდა, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში გუნდზე საოცარი გავლენა იქონია, ეს კი საბოლოოდ ნაპოლის ჩემპიონობაში გადაითარგმნა.
სამწუხაროდ, იტალიური კლუბის ზოგიერთმა გულშემატკივარმა გამონახა დრო და ზამთარში გუნდიდან წასულ ხვიჩა კვარაცხელიაზე არც ისე სასიამოვნო კომენტარი დატოვა.
"წინა სკუდეტო ოსიმენმა მოგვიტანა, შენი როლი კი მედიამ გადააჭარბა"
"კვარაცხელია, შენ კარგად იცოდი, რომ ეს მოხდებოდა.."
"შენი წასვლის შემდეგ უფრო გუნდურები გავხდით"
"ერთმანეთს არც კი შეადარო საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონობა"
"გუნდს მოუხდა კიდეც, რომ გუნდიდან წახვედი"
"მანდ ფულია, აქ კი დიდი სიყვარული", - წერენ ფანები პლატფორმა X-ზე.
What's Your Reaction?






