ტომას მიულერს სათამაშოდ სერია A-ს გუნდი იწვევს

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდას, ტომას მიულერს კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურა და რეკორდმაისტერის რიგებში ბოლო შეხვედრები უკვე ჩაატარა

ივლ. 8, 2025 - 22:27
 0
ტომას მიულერს სათამაშოდ სერია A-ს გუნდი იწვევს
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდას, ტომას მიულერს კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურა და რეკორდმაისტერის რიგებში ბოლო შეხვედრები უკვე ჩაატარა.

35 წლის ფეხბურთელის სამომავლო კლუბზე ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. თითქოს მიულერი ყველაზე ახლოს MLS-ში გადასვლასთან იყო, თუმცა Fichajes-მა ახლახანს ნაპოლის ინტერესის შესახებ დაწერა.

როგორც გამოცემა იტყობინება, მიულერის გუნდში მიწვევა ნაპოლის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ინიციატივაა და დე ლაურენტისი ამაში ხელის შეშლას არ აპირებს.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელის სურვილს, მას ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ გადაწყვეტილებას სამომავლო კლუბთან დაკავშირებით სპორტული პროექტიდან გამომდინარე მიიღებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow