საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოლდოვა დაამარცხა

კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს 16 წლამდელთა წყალბურთის ნაკრებისგან!

ივლ. 8, 2025 - 22:27
 0
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოლდოვა დაამარცხა
გუშინ თურქეთში 16-წლამდე ევროპის ჩემპიონატი დაიწყო წყალბურთში, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა სადებიუტო გამოსვლა მშვენიერი გამარჯვებით აღნიშნეს და მოლდოვა 17:11 დაამარცხეს.

ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს (4:3, 4:1, 4:3, 5:4) და ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

პირველ შეხვედრაში დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მალტის ნაკრებს 11:8 სძლია, ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები 9 ივლისს ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow