"იბერიას" ისტორიული სერია - ეროვნული ლიგის ახალი რეკორდი სახეზეა
ეროვნული ლიგის ახალი რეკორდიც სახეზეა - "იბერია" უკვე 25 მატჩია არ დამარცხებულა

თბილისის "იბერიამ" ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმში გამართული დრამატული მატჩი მოიგო - ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ბათუმის "დინამო" 3:2 დაამარცხა და ეროვნული ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
ამ გამარჯვებით "იბერიამ" დაუმარცხებელ მატჩების სერია 25-მდე გაზარდა, რაც საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში აბსოლუტურად საუკეთესო მაჩვენებელია.
კლუბმა ბოლოს 2023 წლის 18 სექტემბერს, ქუთაისში, "ტორპედოსთან" შეხვედრა 1:2 დათმო. მას შემდეგ, ლევან კორღალიძის გუნდი არ დამარცხებულა და ისტორიული შედეგიც სახეზეა.
What's Your Reaction?






