“ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა”– რა ბედი ელის მის აქტივებს საფრანგეთში?

ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, თქვა: “უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, […] The post “ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა”– რა ბედი ელის მის აქტივებს საფრანგეთში? appeared first on .

აპრ. 9, 2025 - 21:57
 0
“ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა”– რა ბედი ელის მის აქტივებს საფრანგეთში?

ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, თქვა:

“უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს.

უნდა შევაფასოთ რა მზადდება კონგრესში, ვაშინგტონში. რაღაცა მზადდება ორპარტიული მიდგომით და ასევე ბრიტანელებმა მიიღეს ზომები, და ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ. ვუერთდები მოწოდებას, რომ თუ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის დონეზე ზომებს, მაშინ მაინც არსებობს გარკვეული კოორდინაცია ჩვენი აღმასრულებელი მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომ ზომები მიიღონ რეჟიმისა და, კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ მეშლება, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული.

ამის გარდა, ვფიქრობ, ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა გავაგრძელოთ იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც USAID აღარ არის.”

The post “ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა”– რა ბედი ელის მის აქტივებს საფრანგეთში? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow