“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბროს მმართველი გუნდის საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე, რაც მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობის დიდი დამსახურებაცაა: ,,მოძალადე სადისტი ხარებას თუ სხვა დასანქცირებული “კეთროვანების” მოშორება არის პროტესტის შედეგი, ჩვენი წინააღმდეგობისა და სიჯიუტის! არ იქნებოდა არც სანქციები და არც ივანიშვილი მოისვრიდა ამათ, რომ არა ჩვენი სიჯიუტე პროტესტში და პრინციპში, […] “ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე პარალელი

ივნ. 12, 2025 - 19:27
 0
“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბროს მმართველი გუნდის საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე, რაც მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობის დიდი დამსახურებაცაა:

,,მოძალადე სადისტი ხარებას თუ სხვა დასანქცირებული “კეთროვანების” მოშორება არის პროტესტის შედეგი, ჩვენი წინააღმდეგობისა და სიჯიუტის! არ იქნებოდა არც სანქციები და არც ივანიშვილი მოისვრიდა ამათ, რომ არა ჩვენი სიჯიუტე პროტესტში და პრინციპში, რომ ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს ამ ბანდიტურ ჯგუფს!

ჩვენი ზეწოლის უმთავრესი იარაღი – ჩვენი სიჯიუტეა! ჯიქურ რომ ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას და კრიზისი იქამდე გაუღრმავდებათ, ვიდრე მისი ბანდიტური მმართველობა არ დასრულდება!

ჩვენ მხოლოდ პროტესტის ლოგიკიდან უნდა გამოვიდეთ და არა იმ ილუზიით, რომ ივანიშვილმა სივრცე დატოვა პოლიტიკისთვის და არჩევნებისთვის. ივანიშვილმა ეს ორივე გააუქმა და ახია მასზე! მაგრამ… ჯერ სადაა”, – წერს ლაშა ბუღაძე

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow