“ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია მოკავშირე” – თინა ბოკუჩავა

კრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქის გიორგი კინოიანის დაკავება სომხეთში – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან “ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მის დასახსნელად. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასევე იმ ფაქტებს იხსენებენ, როდესაც გაჟონა ინფორმაციამ ქართველი სამხედროების შესახებ და „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. თინა ბოკუჩავა: ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია […] The post “ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია მოკავშირე” – თინა ბოკუჩავა appeared first on .

სექ. 8, 2025 - 20:27
 0
“ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია მოკავშირე” – თინა ბოკუჩავა

კრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქის გიორგი კინოიანის დაკავება სომხეთში – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან “ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მის დასახსნელად.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასევე იმ ფაქტებს იხსენებენ, როდესაც გაჟონა ინფორმაციამ ქართველი სამხედროების შესახებ და „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

თინა ბოკუჩავა:

ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია მოკავშირე, ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს საქართველოს ეროვნულ ღირსებას, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იმ ადამაინების, რომლებიც ჩვენი საერთო მტრის, პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან, რა თქმა უნდა, პირიქით, აქაც ირჩევს ოკუპანტის მხარეს, ინტერესს და ამიტომ, სულ არ არის გამორიცხული, რომ ამ მოღალატე  კრიმინალთა ბანდამ საქართველოს მოქალაქე რუსეთს გადასცეს.

კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

ქართველ მეომარს, რომელიც სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რუსეთი ერთი წლის განმავლობაში ეძებდა. გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

The post “ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდა არის პუტინის ღია მოკავშირე” – თინა ბოკუჩავა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow