“ცოტა ცუდ მოსახვევში შევიდა ქოცპროპაგანდა, ოღონდ თვითონ ვერ ხვდებიან” – ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: ცოტა ცუდ მოსახვევში შევიდა ქოცპროპაგანდა აშკარად, ოღონდ თვითონ ვერ ხვდებიან. წარმოიდგინეთ, ხართ რიგითი ქოცი და ყოველდღე იმედიდან და პოსტვდან გიკითხავენ შათირიშვილის წერილებს, რომლებიც გვამცნობს, რომ დიფსთეითმა დაიპყრო მთელი სამყარო, ტრამპიც დიფსთეითელი აღმოჩნდა, მთელი ევროპაც, ახლა შუა აზია, სომხეთი და აზერბაიჯანიც წაიღო, დარჩა მხოლოდ ბ–ნი ბიძინა დასამარცხებელი. მერე გიკითხავენ შათირიშვილის წერილს, რომ აგერ […] The post “ცოტა ცუდ მოსახვევში შევიდა ქოცპროპაგანდა, ოღონდ თვითონ ვერ ხვდებიან” – ჯანგირაშვილი appeared first on .

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ცოტა ცუდ მოსახვევში შევიდა ქოცპროპაგანდა აშკარად, ოღონდ თვითონ ვერ ხვდებიან. წარმოიდგინეთ, ხართ რიგითი ქოცი და ყოველდღე იმედიდან და პოსტვდან გიკითხავენ შათირიშვილის წერილებს, რომლებიც გვამცნობს, რომ დიფსთეითმა დაიპყრო მთელი სამყარო, ტრამპიც დიფსთეითელი აღმოჩნდა, მთელი ევროპაც, ახლა შუა აზია, სომხეთი და აზერბაიჯანიც წაიღო, დარჩა მხოლოდ ბ–ნი ბიძინა დასამარცხებელი. მერე გიკითხავენ შათირიშვილის წერილს, რომ აგერ ახლახანს დიფსთეითმა ამოხოცა გერმანელი პოლიტიკოსები. პარალელურად კობახიძე გეუბნება, რომ ოცნების ყოფილი წევრები ოპოზიციას ეხმარებიან. ნუუუ, ეგრევე ფიქრობ ვინ შეიძლება იყოს – ლოგიკურად გომელაური, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი გახსენდება – წლების მანძილზე ეგენი მიგაჩნდა შენი სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტიად. იცი, რომ უკიდურესად ინფორმირებულები არიან სისტემის შიდა ამბებზე და თან წესით ბევრი მილიონიც აქვთ. ანუ გამოდის, რომ უკვე ოცნების მტრები არიან და ხაბეიშვილთან ერთად მის დამხობაზე მუშაობენ. ითვლის ეს საწყალი ქოცი, აქეთ ვინ დარჩა – კალაძე, კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი, წილოსანი, რიმა ბერაძე და ვიღაც პატარ–პატარა ახალი ბიჭები. ოხანაშვილიც კი აღარ. ანუ ამათ და ბ–ნმა ბიძინამ უნდა დაამარცხონ დიფსთეითი, ყოფილი ქოცები, ტრამპი, ევროკავშირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზია, რომლებიც უკვე დიფსთეითისები არიან, შიდა “აგენტები“, რომლებიც არ ისვენებენ და დაუსრულებლად მართავენ აქციებს, და კიდევ ათასი თანმდევი საფრთხე. და ამაში ეს რიგითი ქოცი უნდა დაუდგეს გვერდით ბ–ნ ბიძინას, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ცოლმა ცოლი არ მოიყვანოს ან ქმარი არ გაუთხოვდეს. ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება იმ ქოცის ტვინში და გულში. ასე გააგრძელე ქოცპროპაგანდავ, ძალიან მომწონს.
The post “ცოტა ცუდ მოსახვევში შევიდა ქოცპროპაგანდა, ოღონდ თვითონ ვერ ხვდებიან” – ჯანგირაშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






