ივანიშვილის პარლამენტი ცდილობს აკრძალოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის მიერ გრანტების წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვას. ის ამბობს, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს აკრძალოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის. “ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს აკრძალოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ეს ყალბი პარლამენტი, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ მხარდაჭერას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის”, […]

აპრ. 16, 2025 - 03:27
 0
ივანიშვილის პარლამენტი ცდილობს აკრძალოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის მიერ გრანტების წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვას. ის ამბობს, რომ ამით ცდილობს აკრძალოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის.
“ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს აკრძალოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ეს ყალბი პარლამენტი, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ მხარდაჭერას. თავისუფალი და სამართლიანი არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის”, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
15 აპრილს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კიდევ ერთი რეპრესიული კანონპროექტი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს. მათ “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში კანონი მიღებული იქნება.
ცვლილებები გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
კანონპროექტით აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვაზე გადაწყდა, რომ ნებართვა დასჭირდეს და ანტიკორუფციული სამსახურის კონტროლქვეშ მოექცეს გრანტის მიზნის ცვლილებაც.
მეტ ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ ბმულზე:
· „ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით მიიღო გრანტების წინააღმდეგ კანონპროექტი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow