“ცდილობდნენ ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე” – მაკო გომური წულუკიანი-გახარიას კამათზე 20 ივნისის შესახებ

2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებული მაკო გომური ეხმაურება “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას გამოკითხვას. გახარია, რომელიც 2019 წელს, “ქართული ოცნების” მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს, დღეს ოპოზიციაშია. ის “ქართულმა ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა 20 ივნისის შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო კომისიაზე დაიბარა. საკითხის […]

აპრ. 16, 2025 - 03:27
 0
“ცდილობდნენ ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე” – მაკო გომური წულუკიანი-გახარიას კამათზე 20 ივნისის შესახებ

2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებული მაკო გომური ეხმაურება “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას გამოკითხვას.
გახარია, რომელიც 2019 წელს, “ქართული ოცნების” მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს, დღეს ოპოზიციაშია. ის “ქართულმა ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა 20 ივნისის შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო კომისიაზე დაიბარა. საკითხის განხილვისას ისმოდა ურთიერთბრალდებები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც 6 წლის წინ თანაგუნდელები იყვნენ.
მაკო გომური აბობს, რომ კომისიაზე, რომელსაც თითქოს საქმე უნდა შეესწავლა, ვერაფერი მოისმინა ახალი, გარდა ურთიერთბრალდებებისა. მისი თქმით, კომისიის სხდომა მხოლოდ იმიტომ იყო კარგი, რომ “ქართული ოცნების” მოქმედმა წევრებმა დაინახეს, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს მათ პარტია მომავალში.
“რა თქმა უნდა, ვუყურე, მთელი დღის განმავლობაში. სიმართლე გითხრათ, არც ერთი მომენტი არ ყოფილა, რომ ოდნავ ავღელდი, ან რაღაც ნერვებს შევეწუხებინე. აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა – ოღონდ, ცოტა პური გვაკლია ხოლმე, მაგ დროს – სანახაობა იყო, რომელიც დაგვიდგეს ამ ორმა პარტიამ – “ქართულმა ოცნებამ” და გახარიას პარტიამ. ახალი არაფერი არ იყო საერთოდ ნათქვამი. ეს არის ქალი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა ჩვენი, დაზარალებულების სახელები. დარწმუნებული ვარ, ჩემ გარდა 20 ივნისის ერთი დაზარალებულის სახელიც არ იცის და არ იცის, დანარჩენებს ვის რა სჭირთ და ვინ რა დაზიანება მიიღო. სიმართლე გითხრათ, არ ვანიჭებ ამას დიდ მნიშვნელობას. ეს იყო ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე, რომელიც ჩაატარეს 6 წლის წინ. რეალურად ძალიან დიდი დროა გასული – მაშინ ვხდებოდი 19 წლის, ახლა ვხდები 25 წლის. 6 წელია გასული: ჩემი მეგობრის შვილი, რომელიც მაშინ 1-ელ კლასში უნდა შეგვეყვანა, ახლა უნდა შევიდეს მე-6 კლასში. რამდენი დრო არის, წარმოიდგინეთ, გასული და მუდმივად ვართ ამ დაპირისპირებაში. ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთის დანაშაული გადააბრალონ სხვას. ერთადერთი, რატომაც ეს სხდომა იყო კარგი, არის ის, რომ იცოდნენ დღეს ვინც არიან „ქართული ოცნების“ წევრები -, მაშინ გახარია ხომ ჰყავდათ პრემიერი, “საუკეთესო კრიზისმენეჯერი” და საუკეთესო შს მინისტრი. გუშინ, ამ ადამიანს ასამართლებდნენ კომისიაზე. ყველა ადამიანს მოუწევს ამის გავლა. დარწმუნებული ვარ, მოუწევთ სამართლიან გარემოში და სასამართლოში. თუნდაც ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე და დღემდე აქ ვარ, ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ ალბათ მომიწევს დიდხანს ყოფნა, ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ იქ სტრასბურგია, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს და ვიცი, რომ ჩემი წილი ბრძოლა არ უნდა გავაჩერო. ვიცი, რომ სადღაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. აღგება ნებისმიერი ადამიანისთვის, იქნება ეს გახარია, იქნება შემდეგ გომელაური, იქნება წულუკიანი, ივანიშვილი თუ ვინც არ უნდა იყოს. არამარტო პარტიის წევრები – ვინც ადამიანებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მარტო იმაზე, რომ მარტო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან ცუდები, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეორე ადამიანს ავნებს, ვინც სუსტს ჩაგრავს, ყველა ადამიანი დაისჯება სათანადოდ”, – თქვა გომურმა “ფორმულას” ეთერში.
მან ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე “გავრილოვის ღამიდან” 6 წლის შემდეგაც. მან თქვა, რომ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები იმავე “უსამართლო სისტემის” მსხვერპლები არიან, რომელ 6 წლის წინ “გავრილოვის ღამე” მოაწყო.
“რამდენი პოლიტპატიმარი, რამდენი რეჟიმის ტყვე გვყავს დღეს. ეს ხომ არ არის არავის ბრალი, გარდა ამ პარტიის [“ქართული ოცნების”] და იმ ადამიანების, ვინც არიან დღეს ამ პარტიაში არიან და გასცემენ სასამართლოებზე ბრძანებას, რომ ეს ადამიანები იყვნენ გისოსებს მიღმა. ჩემთვის იმდენად მტკივნეულია რომ ვფიქრობ, მეც მათხელა ვიყავი დაახლოებით, როდესაც ეს დამემართა და რომ ვფიქრობ, მათ მშობლებს რამხელა ტკივილის გავლა უწევთ ახლა.
მე გარეთ ვარ, გარეთ ვიყავი, გისოსებს მიღმა არ მიწევდა ყოფნა – თუ, ყვირილი მინდოდა, შემეძლო, გავსულიყავი პარლამენტთან, თუ რაღაცის თქმა მინდოდა, მოვსულიყავი ეთერებში … ამ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. მათი ერთადერთი ბერკეტი, რომ ჩვენ რაღაც გვითხრან, არის წერილებია.
[…] მინდა რეჟიმის ტყვეებს მივმართო, არ ვიცი, მგონია, რომ ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვისაც კარგად მესმის თქვენი. ერთადერთი, მინდა გამძლეობა გისურვოთ და იცოდეთ, რომ ჩემი სახით არის ერთი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, ყოველ საათს ფიქრობს იმ გამოსავალზე, როგორ გამოგიყვანოთ ციხიდან და როგორ გიხსნათ მაგ გისოსებიდან”, – განაცხადა მაკო გომურმა.
ამავე თემაზე:
· „ორჯერ დავფიქრდებით, როდესაც გახარიას ხელს ჩამოვართმევთ“ — ოპოზიცია

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow