“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს სუს-ის ოპერატიული მუშაობის წინაპირობებსა და გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით: ,,ემირატებიდან ბაჩიაშვილის გატაცების ვერსიას არ უარყოფენ (იხილეთ პაპუაშვილისა და მდინარაძის განცხადებები). ის კი არა და, ცოტა ეამაყებათ კიდეც – ნახეთ, რა მაგრად მუშაობს სუსიო. მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოდო. სამწუხარო ისაა, რომ სუსი ასე მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა საქმე […] “ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი ნინი ხიჯაკაძე

ივნ. 12, 2025 - 19:27
 0
“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს სუს-ის ოპერატიული მუშაობის წინაპირობებსა და გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით:

,,ემირატებიდან ბაჩიაშვილის გატაცების ვერსიას არ უარყოფენ (იხილეთ პაპუაშვილისა და მდინარაძის განცხადებები). ის კი არა და, ცოტა ეამაყებათ კიდეც – ნახეთ, რა მაგრად მუშაობს სუსიო. მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოდო.

სამწუხარო ისაა, რომ სუსი ასე მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა საქმე ერთი კონკრეტული, მდიდარი მოქალაქის პირად მტერს – ორ კერძო სუბიექტს შორის დავაში ერთ-ერთ მხარეს – ეხება, რაც უბრალო მოქალაქეებს საერთოდ არ აინტერესებთ.

სამაგიეროდ, რას აკეთებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელის (რაშიდ კანჯი-ოღლის) დასაჭერად ან არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის მკვლელების დასასჯელად? ანუ იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობაა დასაცავი?

არაფერს. სრულიად არაფერს. საერთოდ არაფერს. ეგ კი არა, ვინც ეგეთ მკვლელებს გაჩენის სეკუნდს ანანებდა ხოლმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისინი (უკეთეს შემთხვევაში) ციხეში ჰყავთ გამოკეტილი (იხილეთ რომა შამათავა).

ანუ ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ, ქართველი პატრიოტების მკვლელები კი თავისუფლად დააბიჯებენ სოხუმისა და ცხინვალის ქუჩებში.

მართლაც საამაყოა ეს სუვერენული, წელში გამართული, ორ ფეხზე ღირსებით დაჩოქილი საქართველო… არა, ბატონ ანზორ, ჯიგარო?!”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow