“ილი-ჯგუფს“, რომელიც პენიტენციურ სამსახურს ამარაგებდა, სახელმწიფო ვალის გამო ინკასო დაედო – მედია პენიტენციურ დაწესებულებაში საკვების კრიზისზე იუწყება
“საკვები პროდუქტების მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია, საკვები პროდუქტების მხოლოდ გარკვეული ნაწილი რჩება კრიტიკულ ზღვარზე“ ,- ეს ციტატაა 18 აპრილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორისთვის გაგზვანილი მოხსენებითი ბარათიდან. წერილში პირდაპირ წერია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მომდევნო სურსათის მარაგი აღარ აქვთ და გამოსავალს ახალი კომპანიის დაქირავებაში ხედავენ. “ილი -ჯგუფი“ პენიტენციურ სამსახურს საკვებს 15 აპრილის შემდეგ ვეღარ აწვდიდა. წერილში წერენ, რომ […]


“საკვები პროდუქტების მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია, საკვები პროდუქტების მხოლოდ გარკვეული ნაწილი რჩება კრიტიკულ ზღვარზე“ ,- ეს ციტატაა 18 აპრილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორისთვის გაგზვანილი მოხსენებითი ბარათიდან. წერილში პირდაპირ წერია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მომდევნო სურსათის მარაგი აღარ აქვთ და გამოსავალს ახალი კომპანიის დაქირავებაში ხედავენ.
“ილი -ჯგუფი“ პენიტენციურ სამსახურს საკვებს 15 აპრილის შემდეგ ვეღარ აწვდიდა. წერილში წერენ, რომ თუ მარაგს დროულად არ შეიძენენ, ბრალდებულების და თანამშრომლების უფლებები დაირღვევა და მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგება.
ციხეებში სურსათის მარაგის ამოწურვის გამო, განგაშის სიგნალი თავად ჩართეს, დღეს კი პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღიარებენ, რომ პროდუქტების ნაწილის შესყიდვა მოუწიათ, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიება იყო.
“ილი-ჯგუფს“, რომელიც პენიტენციურ სამსახურს ამარაგებდა, სახელმწიფო ვალის გამო ინკასო დაედო, სავარაუდოდ, ამიტომ შეწყდა მომსახურებაც.
იგივე კომპანია ამარაგებს რუსთავის, საბურთალოს, სამგორისა და ნაძალადევის უფასო სასადილოებსაც, ამიტომ, შესაძლოა, სოციალურად დაუცველების კვებაც საფრთხის წინაშე დგას.
წყარო: tvpirveli.ge
What's Your Reaction?






