ინკლუზიური განათლების ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა

ინკლუზიური განათლების ცენტრების  ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო ბათუმში. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო პავილიონები, სადაც მოსწავლეების მიერ დამზადებული კერამიკის ნაკეთობები, ასევე ტექსტილისგან დამზადებული ნივთები იყო გამოფენილი. აჭარაში ინკლუზიური განათლების სამი ცენტრი ფუნქციონირებს - ქობულეთის მესამე, დაბა ქედისა და ბათუმის 26-ე საჯარო სკოლებში. პროექტის მხარდამჭერი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროა. 

ივნ. 1, 2025 - 15:27
 0
ინკლუზიური განათლების ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა

ინკლუზიური განათლების ცენტრების  ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო ბათუმში. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო პავილიონები, სადაც მოსწავლეების მიერ დამზადებული კერამიკის ნაკეთობები, ასევე ტექსტილისგან დამზადებული ნივთები იყო გამოფენილი. აჭარაში ინკლუზიური განათლების სამი ცენტრი ფუნქციონირებს - ქობულეთის მესამე, დაბა ქედისა და ბათუმის 26-ე საჯარო სკოლებში.

პროექტის მხარდამჭერი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროა. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow