ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანთლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, ბატონ ირაკლის დიდი მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა. მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად. რევაზ სოხაძე არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი. მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. რევაზ სოხაძე წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და 2017 წლიდან ბატონი რევაზი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა. რევაზ სოხაძე კი თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას ხელმძღვანელობდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანთლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, ბატონ ირაკლის დიდი მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა.
მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად. რევაზ სოხაძე არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი. მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. რევაზ სოხაძე წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და 2017 წლიდან ბატონი რევაზი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა. რევაზ სოხაძე კი თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას ხელმძღვანელობდა.
What's Your Reaction?






