ცვლილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ კანონებში
პარლამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ცვლილების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; იგივე აკრძალვაზე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე ემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. დაგეგმილია ცვლილებები თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციისთვისაც. მათ შორის მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები.

პარლამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ცვლილების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; იგივე აკრძალვაზე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე ემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც.
იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
დაგეგმილია ცვლილებები თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციისთვისაც. მათ შორის მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები.
What's Your Reaction?






