ირაკლი კუპრაძე: ჩვენ გვაქვს რიგი ინფორმაცია, რომ “ოცნება” დათმობაზე წასვლისთვის ემზადება (ვიდეო)

“მე დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” გარდამტეხი გადაწყვეტილებისთვის ემზადება” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ფლობს ინფორმაციას, რომ ივანიშვილის რეჟიმი დათმობაზე წასვლისთვის ემზადება.  მე დარწმუნებული ვარ და მათ შორის არსებობს რიგი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება გარდამტეხი გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ის წმენდა, რომელიც მათ ჩაატარეს, ამაზე მიუთითებს. […]

აპრ. 12, 2025 - 03:27
 0
ირაკლი კუპრაძე: ჩვენ გვაქვს რიგი ინფორმაცია, რომ “ოცნება” დათმობაზე წასვლისთვის ემზადება (ვიდეო)

“მე დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” გარდამტეხი გადაწყვეტილებისთვის ემზადება” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ფლობს ინფორმაციას, რომ ივანიშვილის რეჟიმი დათმობაზე წასვლისთვის ემზადება.


მე დარწმუნებული ვარ და მათ შორის არსებობს რიგი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება გარდამტეხი გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ის წმენდა, რომელიც მათ ჩაატარეს, ამაზე მიუთითებს. უკან დახევა მოუწევს “ოცნებას”. ეს იქნება საპარლამენტო ს ჩანიშვნა. ჩვენ უკან დახევას მივიჩნევთ ორ რამეს, პატიმრების თავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. მათ მოუწევთ დათმობაზე წასვლა. ჩვენ გვაქვს რიგი ინფორმაცია, რომ ისინი ამაზე უკვე ზრუნავენ.” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow