“ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე“- გვარამია გაბუნიას, მელიას და მამისეიშვილის კამათს ეხმაურება

პოლიტიკოსი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში დია მამისეიშვილის, ნიკა მელიასა და გიორგი გაბუნიას შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.“მეგობრებო, დეა მამისეიშვილი და გიორგი გაბუნია კი არა, ჩემი 2 არასრულწლოვანი შვილი არ მაბარებს ანგარიშს, რა თქვან და რა გააკეთონ. საერთოდაც, ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე. კვირა დღესაც კი შეხვედრა მქონდა და ამიფეთქდა ტელეფონი. ძალიან მინდა გთხოვოთ, ზრდასრული ადამიანების (მით უმეტეს, მთლად ჩემზე “ხანდაზმულის”) ტექსტებზე მე ნუ მომთხოვთ ანგარიშს, ან თუნდაც პასუხს, რატომ თქვა ეს ან ის. მათ კითხეთ და მათ ეჩხუბეთ. ან ეგენი შეაქეთ.მე მონები და ყმები არ მყავს და, ბევრისგან განსხვავებით, სხვებს არ “ვაყეფებ” როცა რამის თქმა მინდა. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო.”- წერს ნიკა გვარამია.

მაი. 26, 2025 - 01:57
 0
“ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე“- გვარამია გაბუნიას, მელიას და მამისეიშვილის კამათს ეხმაურება
პოლიტიკოსი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში დია მამისეიშვილის, ნიკა მელიასა და გიორგი გაბუნიას შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

“მეგობრებო, დეა მამისეიშვილი და გიორგი გაბუნია კი არა, ჩემი 2 არასრულწლოვანი შვილი არ მაბარებს ანგარიშს, რა თქვან და რა გააკეთონ.

საერთოდაც, ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე.

კვირა დღესაც კი შეხვედრა მქონდა და ამიფეთქდა ტელეფონი.

ძალიან მინდა გთხოვოთ, ზრდასრული ადამიანების (მით უმეტეს, მთლად ჩემზე “ხანდაზმულის”) ტექსტებზე მე ნუ მომთხოვთ ანგარიშს, ან თუნდაც პასუხს, რატომ თქვა ეს ან ის. მათ კითხეთ და მათ ეჩხუბეთ. ან ეგენი შეაქეთ.

მე მონები და ყმები არ მყავს და, ბევრისგან განსხვავებით, სხვებს არ “ვაყეფებ” როცა რამის თქმა მინდა.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო.”- წერს ნიკა გვარამია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow