იტალიელი ჟურნალისტის საჯარო ბოდიში ქართველებს და ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახს

იტალიაში მორიგი სკანდალი გამოიწვია ცნობილი ჟურნალისტის, გაეტანო იმპარატოს, არაკორექტულმა განცხადებამ. მან Canale 8-ის პირდაპირ...

ივლ. 22, 2025 - 14:27
 0
იტალიელი ჟურნალისტის საჯარო ბოდიში ქართველებს და ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახს
იტალიაში მორიგი სკანდალი გამოიწვია ცნობილი ჟურნალისტის, გაეტანო იმპარატოს, არაკორექტულმა განცხადებამ. მან Canale 8-ის პირდაპირ ეთერში ხვიჩა კვარაცხელია რასისტული ეპითეტით მოიხსენია, რასაც საზოგადოებრივი უკმაყოფილება და მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

იმპარატომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ციგნად მოიხსენია იმ კონტექსტში, როდესაც მის შესაძლო ტრანსფერზე "პსჟ"-ში საუბრობდა. აღნიშნულმა განცხადებამ უმალვე გააღიზიანა როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე მაყურებლები. "ნაპოლიმ" ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა, ტელეკომპანიამ კი დააანონსა, რომ მას სტუმრად აღარასოდეს მოიწვევს.

გაეტანო იმპარატომ გააცნობიერა, რომ თქვა ის, რაც არც ეთიკურად და არც პროფესიონალურად დასაშვები არ არის. მან „ფეისბუქზე“ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, მიმართა როგორც ფეხბურთელს, ასევე მის ოჯახსა და ქართველ საზოგადოებას. იმპარატომ განმარტა, რომ არასწორი ფორმულირება გამოიყენა და დიალექტიკური შეცდომა დაუშვა, რაც მისივე თქმით, არ ყოფილა განზრახული.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სკუდეტოს გამარჯვების ერთ-ერთი არქიტექტორია. ეს მოთამაშე იმსახურებს პატივისცემას. ჩემი სიტყვებით არავის მიზანმიმართულად არ მინდოდა წყენა. მომავალში მეტ ყურადღებას მივაქცევ ნათქვამს“, — ნათქვამია იმპარატოს განცხადებაში.

მიუხედავად ბოდიშისა, ინციდენტმა კიდევ ერთხელ წამოსწია სპორტულ მედიაში ეთიკური სტანდარტების საჭიროება და ხაზგასმით აჩვენა, რომ რასიზმი და დისკრიმინაცია საჯარო სივრცეში დაუშვებელია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow