იუვენტუსი და იუნაიტედი სანჩოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინგლისელმა შემტევმა, ჯეიდონ სანჩომ...

სანჩო თანახმაა, წლიური ანაზღაურება 10 მილიონიდან 6 მილიონ ევრომდე შეიმციროს და „ბიანკონერისთან“ ხუთწლიან შეთანხმებას მოაწეროს ხელი. თუმცა, მიუხედავად პირადი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისა, ტრანსფერს ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება მაინც აქვს – სატრანსფერო თანხა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ სანჩოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ როდესაც „იუვენტუსი“ მხოლოდ 19 მილიონის გადახდაზეა თანახმა. მხარეებს ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მიუღწევიათ და მოლაპარაკებები გრძელდება.
What's Your Reaction?






