იუვენტუსმა გადაწყვიტა - დუშან ვლაჰოვიჩი ზაფხულში გუნდიდან წავა

სერბ სტრაიკერს ახალი კლუბის ძიება მოუწევს

მაი. 19, 2025 - 21:57
 0
იუვენტუსმა გადაწყვიტა - დუშან ვლაჰოვიჩი ზაფხულში გუნდიდან წავა
იტალიურ მედიაში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ 2024/2025 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის იუვენტუსს დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სერბი ფორვარდი იუვეს გეგმებში აღარ შედის და სანამ დუშანი თავისუფალი აგენტი გახდება, მისი გაყიდვა კლუბში იქამდე სურთ.

ვლაჰოვიჩს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს და საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ იუვენტუსმა დუშანი დამდეგ ზაფხულს გაყიდოს.

25 წლის თავდამსხმელისთვის მიმდინარე სერია A არც ისე კარგი გამოდგა. ვლაჰოვიჩმა ჯამში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow