კალიფორნიის გუბერნატორი – დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა
დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა, ეს მომენტი, რომლის შიშიც გვქონდა, დადგა, – ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომელმაც კალიფორნიის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. „აღარ არსებობს არანაირი კონტროლი და ბალანსი.კონგრესი არსად არის. სპიკერმა ჯონსონმა სრულად უარი თქვა ამ პასუხისმგებლობაზე“, – აღნიშნა გუბერნატომა. მან საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია, თუმცა გააფრთხილა: „თუ პირველი შესწორებით მინიჭებულ უფლებებს […]


დემოკრატია ჩვენს თვალწინ თავდასხმის ქვეშაა, ეს მომენტი, რომლის შიშიც გვქონდა, დადგა, – ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომელმაც კალიფორნიის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
„აღარ არსებობს არანაირი კონტროლი და ბალანსი.კონგრესი არსად არის. სპიკერმა ჯონსონმა სრულად უარი თქვა ამ პასუხისმგებლობაზე“, – აღნიშნა გუბერნატომა.
მან საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია, თუმცა გააფრთხილა: „თუ პირველი შესწორებით მინიჭებულ უფლებებს იყენებთ, გთხოვთ, ეს მშვიდობიანად გააკეთოთ“.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას – 40, ორშაბათს – 114, სამშაბათს კი – 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.
What's Your Reaction?






