ლოს-ანჯელესის ნაწილში ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა

ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს ე.წ. საგანგებო „კომენდანტის საათი“ დაწესდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა. მერის თქმით, „კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. კარენ ბასის განმარტებით, ლოს-ანჯელესის ცენტრის ტერიტორია, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, 1 კვადრატული მილია. ქალაქის […]

ივნ. 11, 2025 - 10:27
 0
ლოს-ანჯელესის ნაწილში ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა

ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს ე.წ. საგანგებო „კომენდანტის საათი“ დაწესდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა.
მერის თქმით, „კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კარენ ბასის განმარტებით, ლოს-ანჯელესის ცენტრის ტერიტორია, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, 1 კვადრატული მილია. ქალაქის საერთო ფართობი კი – 502 კვადრატული მილია.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ჯიმ მაკდონელის თქმით, ყველას, ვინც „კომენდანტის საათს“ დაარღვევს, დააპატიმრებენ.
„კომენდანტის საათი აუცილებელი ზომაა სიცოცხლისა და ქონების დასაცავად ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში მზარდი არეულობის შემდეგ“, – განაცხადა მაკდონელმა.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში -ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას – 40, ორშაბათს – 114, სამშაბათს კი – 197.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow