“ქოცი რომ ხარ და ბიძინას უჭერ მხარს, ორი პრობლემა გაქვს” – თავდგირიძე
,,ფარის” დამფუძნებელი, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: რატომ არ უნდა მსოფლიოს პატიოსან მოქალაქეს ომის დასრულება უკრაინაში? მე, მესმის, რომ ქოცი რომ ხარ და ბიძინას უჭერ მხარს, ორი პრობლემა გაქვს, გაუნათლებელი ხარ და შესაბამისად სააზროვნო აპარატი გაუვარჯიშებელი და ამასთანავე ნამუსგარეცხილი, იმიტომ რომ ეგუები სამშობლოს და ახალგაზრდების ( მომავალის ) ღალატს. ახლა დავუბრუნდეთ საქმეს. პუტინის პირობებით ომის დასრულება […] The post “ქოცი რომ ხარ და ბიძინას უჭერ მხარს, ორი პრობლემა გაქვს” – თავდგირიძე appeared first on .

,,ფარის” დამფუძნებელი, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
რატომ არ უნდა მსოფლიოს პატიოსან მოქალაქეს ომის დასრულება უკრაინაში?
მე, მესმის, რომ ქოცი რომ ხარ და ბიძინას უჭერ მხარს, ორი პრობლემა გაქვს, გაუნათლებელი ხარ და შესაბამისად სააზროვნო აპარატი გაუვარჯიშებელი და ამასთანავე ნამუსგარეცხილი, იმიტომ რომ ეგუები სამშობლოს და ახალგაზრდების ( მომავალის ) ღალატს. ახლა დავუბრუნდეთ საქმეს.
პუტინის პირობებით ომის დასრულება უკრაინაში, ან თუნდაც არსებული საბრძოლო ხაზზე შეჩერება და შეგუება, ნიშნავს, რომ შეეგუო უკრაინის სახელმწიფოს დასრულებას, საქართველოს დასრულებას, შუა აზიის დასრულებას, ახალ დიდ ომს ევროპაში და ათობით მილიონი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვას მომავალში.
ივანიშვილს ადამიანობის არაფერი სცხია, როგორც ნებისმიერ ფაშისტს ( არ არის აუცილებელი იდეოლოგი იყოს, შემსრულებელია, ფაშიზმის გამო ქვეყანას ყიდის და შესაბამისად გააგრძელებს, როგორც კოხი უკრაინაში), ამიტომაც უჭერს მხარს და გულშემატკივრობს პუტინის ფაშიზმს და ომს უკრაინაში. მასაც ეს მშვიდობა ამოსუნთქვისთვის ჭირდება, რუსები ცოტა ძალას გამოანთავისუფლებენ და ივანიშვილს დაახმარენ საკუთარი ახალგაზრდების დასახოცად, რასაც ქართული პოლიცია ვერ უმკლავდება, რუსების იმედი აქვს, მაგრამ ამისთვის პუტინის პირობებით მშვიდობა ჭირდება ცოტა ხანი.
ამიტომ ნუ ვიშვიშებთ ქოცები, მე რომ ომის გაგრძელებას ვუჭერ მხარს. თქვენ იმდენად გარეწრები ხართ, რომ ფარისევლობასაც ვერ დაგაბრალებთ კაცი, უბრალოდ გარეწრები და მშვიდობაზე კი არ შეგტკივათ გული, პუტინის მარცხის გეშინიათ.
ისე, უწიგნურები რომ ხართ, მეორე მსოფლიო ომის ისტორიას მაინც გადახედეთ, თქვენი ქოთქოთი იმას ემსახურება, საფრანგეთში დე გოლის განმანთავისუფლებელი არმიის მოქმედება რომ დაეგმო ვინმეს, ჰიტლერთან ბრძოლას ჰიტლერის მშვიდობა ჯობიაო. ან ჩერჩილი რომ დაეგმოთ, რატომ არ თანხმდები ჰიტლერთან ზავს, ლონდონი იბომბებაო.
მოკლედ, ქოცებო, სამშობლო თქვენ არ გაქვთ, სინდისი, ნამუსი და ერთი სიხარული დაგრჩათ, არქიფოს პროპაგანდა, დაგროვილი გესლის ნთხევით ეიფორიაში ყოფნა. ამიტომ, გააგრძელეთ ვიშვიში, არ მენანება, ყოველდღე დაგაწევთ მსგავს მოსაზრებებს. დაიმახსოვრეთ, მე უკრაინაში მშვიდობის წინააღმდეგი ვარ, პუტინის მშვიდობის, ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, კრემლში.
The post “ქოცი რომ ხარ და ბიძინას უჭერ მხარს, ორი პრობლემა გაქვს” – თავდგირიძე appeared first on .
What's Your Reaction?






