კანადამ უკრაინისთვის 25.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა
კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ უკრაინისთვის 35 მილიონი კანადურ დოლარზე (დაახლოებით 25.5 მილიონი აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 28-ე შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, 30 მილიონი კანადური დოლარი Coyote-ისა და Bison-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების, ასევე კანადური კომპანიების მიერ […]


კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ უკრაინისთვის 35 მილიონი კანადურ დოლარზე (დაახლოებით 25.5 მილიონი აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 28-ე შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, 30 მილიონი კანადური დოლარი Coyote-ისა და Bison-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების, ასევე კანადური კომპანიების მიერ წარმოებული ახალი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე დაიხარჯება.
კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიდევ 5 მილიონი კანადური დოლარი კანადის თავდაცვის ინდუსტრიის მიერ წარმოებულ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შეძენას მოხმარდება.
What's Your Reaction?






