კანდიდატი გამოიკვეთა - ბრაზილიის ნაკრებს ჟორჟე ჟესუსი ჩაიბარებს?
რა იწერება ბრაზილიის ნაკრებსა და ჟორჟე ჟესუსის შესახებ

როგორც გამოცემა TYC იტყობინება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას თავისი კანდიდატი ჰყავს და ის ალ-ჰილალის ამჟამინდელი დამრიგებელი ჟორჟე ჟესუსია.
ირკვევა, რომ ჟორჟე ჟესუსი ბრაზილიის ნაკრებთან ხელშეკრულებას მაისის თვეში გააფორმებს, ზუსტად მაშინ, როდესაც საუდის არაბეთის შიდა ჩემპიონატი დასრულდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიელებს არაბებისთვის 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, რადგან ჟესუსი ალ-ჰილალიდან კონტრაქტის ფონზე ნაადრევად მიჰყავთ.
What's Your Reaction?






