კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ერთწლიანი პატიმრობით დაისაჯა — საქმე ესპანეთში გადასახადების დამალვას ეხება...

ივლ. 10, 2025 - 14:57
 0
კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ერთწლიანი პატიმრობით დაისაჯა — საქმე ესპანეთში გადასახადების დამალვას ეხება.

ბრალდების მიხედვით, შემთხვევა 2014 და 2015 წლების პერიოდს უკავშირდება, როცა ანჩელოტი მადრიდის „რეალში“ მუშაობდა.

იტალიელ სპეციალისტს დაახლოებით ერთი მილიონი ევროს არასწორ დეკლარირებაში ედავებიან — კერძოდ, 2014 წელს 386,361 ევრო, ხოლო 2015-ში 675,718 ევრო არ გადაუხდია სახელმწიფოს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ესპანეთის პროკურატურამ უკვე მიიღო და ანჩელოტის წინააღმდეგ ოფიციალური განაჩენი გამოიტანეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow