კარლოს ტევეზი არგენტინული კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარლოს ტევესი კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა — ის „ტალერესის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

ვეტერანი ფეხბურთელისთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში მესამე გამოცდილებაა. მანამდე ტევესი „როსარიო სენტრალსა“ და „ინდეპენდიენტეს“ წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული ფეხბურთისგან ის 2021 წელს, „ბოკა ხუნიორსის“ რიგებიდან წავიდა და აქტიური კარიერა დაასრულა.
What's Your Reaction?






