კატალონიის "ბარსელონა" ქართველის დამატებით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონა" ქართველის დამატებით დაინტერესდა

მაი. 6, 2025 - 03:57
 0
კატალონიის "ბარსელონა" ქართველის დამატებით დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის, თორნიკე შენგელიას, კარიერაში, შესაძლოა, მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის მომსწრენი გავხდეთ.

ქართველის დამატებით "კატალონიის" ბარსელონაა დაინტერესებული და არსებობს ალბათობა იმისა, რომ იგი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდეს.

როგორც იტალიური გამოცემა Sportando-ს ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი იუწყება, 33 წლის ქართველი ფორვარდის მიმართ სერიოზულ ინტერესს კლუბი უკვე იჩენს და სთავაზობს მას სამწლიან კონტრაქტს.

ამ დროისთვის შენგელია იტალიური გრანდის, "ვირტუს ბოლონიას" ღირსებას იცავს, თუმცა მისი მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე იწურება. შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ტრანსფერისთვის გზა გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზების სხვა დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა, სამწლიანი შეთანხმების ხანგრძლივობა მიანიშნებს, რომ კატალონიური კლუბი მასზე სერიოზულ ინვესტიციას გეგმავს.

შენგელიას ესპანეთში თამაშის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის "ვალენსიას" რიგებში 2008-2010 წლებში ასპარეზობდა, ხოლო 2014-2020 წლებში ესპანურ ბასკონიაში ერთ-ერთი ლიდერის როლი შეასრულა. ბასკონიაში გატარებული წლები მასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობით დაგვირგვინდა.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელიამ მყარად შეინარჩუნა მაღალი სტატისტიკა — ის საშუალოდ 15.6 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებდა მატჩში, რაც საუკეთესო მაჩვენებლებს შორისაა ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელებისთვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow