უკრაინის გენშტაბის ცნობით, დაარტყეს პორტს, რომელსაც რუსეთი ირანული იარაღის მისაღებად იყენებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 15 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთის საზღვაო პორტზე „ოლია“, რომელიც ასტრახანის ოლქში მდებარეობს. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ობიექტს, რომელსაც რუსეთი იყენებს ირანიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთების მიწოდების მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პუნქტად, 14 აგვისტოს დაარტყეს. რა საშუალებებით, დაკონკრეტებული არ არის. გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმა იყო Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მაკომპლექტებლებით და...

What's Your Reaction?






