“კერენას ემუქრება პატიმრობა – ამაზეც იხმაურეთ” – “ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები” – მარიამ სიჭინავა
სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა: მედიის მთელი ყურადღება, რომ ჩემზეა და არ ნაწილდება კერენზე, არის ცალსახად არასწორი! კერენს ემუქრება პატიმრობა, მე შეიძლება გამოვძვრე როგორც 12 წელს მიუღწეველი შვილის დედა. რაც უნდა ვიცოდეთ, კერენის დედას აქვს პირველი ხარისხის ინვალიდის სტატუსი, ვერ ხედავს და მისი შვილი, არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას ეხმარება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებში, ჭამა, მოწესრიგება, ოთახებში […] The post “კერენას ემუქრება პატიმრობა – ამაზეც იხმაურეთ” – “ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები” – მარიამ სიჭინავა appeared first on .

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა:
მედიის მთელი ყურადღება, რომ ჩემზეა და არ ნაწილდება კერენზე, არის ცალსახად არასწორი!კერენს ემუქრება პატიმრობა, მე შეიძლება გამოვძვრე როგორც 12 წელს მიუღწეველი შვილის დედა.რაც უნდა ვიცოდეთ, კერენის დედას აქვს პირველი ხარისხის ინვალიდის სტატუსი, ვერ ხედავს და მისი შვილი, არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას ეხმარება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებში, ჭამა, მოწესრიგება, ოთახებში გადაადგილება და ა.შ.
თუ სისტემა გადაწყვეტს რომ კერენზე გადატყდეს ჯოხი, მისი შშმ პირი დედა რჩება ერთადერთი მომვლელის გარეშე!ამაზეც იხმაურეთ!
ხვალ 13:00 საათზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი.,,კაცობის” დამცველი ირაკლი ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები, – დაწერა მარიამ სიჭინავამ.
ჩავიბარეთ საქმის მასალები. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია 173-ეს 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას.
საქმის მასალებს თან დაურთეს ჩემი და Keren Batok-ის გადაუხდელი ჯარიმების ჩამონათვალი. მოუთმენლად ველოდებით სასამართლოს და იზოლატორის კარის ხმას
ამასობაში დამაყადაღეს.
ზარქუას პირადი მოთხოვნაა, რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა.…
აგერ მეგობრებო, რა შეუძლია ხმაურს და ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას.ჩემს ანგარიშებს ყადაღა მოხსნეს.

The post “კერენას ემუქრება პატიმრობა – ამაზეც იხმაურეთ” – “ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები” – მარიამ სიჭინავა appeared first on .
What's Your Reaction?






